“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” კომპანია „ჯიპისის” ყიდულობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ (GHG) და სააფთიაქო ქსელმა – სს „ჯიპისიმ“ (GPC) მავალდებულებელი ხასიათის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, შესაბამის მარეგულირებელ ორგანოთა თანხმობის მოპოვების შემდეგ, „ ჯიპისის“ 100%-იანი წილის მფლობელი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ გახდება.

ფარმაცევტული კომპანიის შესყიდვა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ სტრატეგიის ნაწილია. აღნიშნული გარიგება „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო ეფექტურად მიაწოდოს მოსახლეობას ჯანდაცვის სერვისები და უზრუნველყოს სამედიცინო სერვისებზე ფასების სტაბილურობა, რაც საბოლოოდ მომხმარებლებზე დადებით ასახვას ჰპოვებს.

ამ დროისათვის შპს „ჯიპისის“ სააფთიაქო ქსელი საქართველოს ფარმაციის ბაზრის დაახლოებით 15%-ს ფლობს და ქვეყნის მასშტაბით 96 აფთიაქით არის წარმოდგენილი.

Visited 184 times, 1 visit(s) today