საქართველოს WSIB-ის სამუშაო ჯგუფი ეწვევა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს Washington state investment board-ის სამუშაო ჯგუფი ეწვევა – აღნიშნული გადაწყვეტილება დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და Washington state investment board-ის აღმასრულებელ დირექტორს ტერესა ვიტმარშს შორის შეხვედრაზე მიიღეს.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული და უძრავი ქონების პროექტებზე.
აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა. ლიბერალური და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები კი ქვეყანას მიმზიდველს ხდის ინვესტორთათვის. ტერესა ვიტმარშმა აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველო სტაბილურად ვითარდება. მან ინტერესი გამოთქვა უფრო დეტალურად შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო გარემო და სამომავლოდ ინვესტიციები განახორციელოს.
Washington State Investment Board არის ამერიკული წამყვანი საინვესტიციო კომპანია, რომელიც მართავს 107 მილიარდი დოლარის ოდენობის საპენსიო ფონდებისა და სადაზღვეო კომპანიების თანხებს.

Visited 183 times, 1 visit(s) today