საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა დამკვიდრდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა დამკვიდრდება,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ პრაქტიკის შემოღებით 34 ქვეყნის მოქალაქეს ექნება საშუალება საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია, გახსნან საბანკო ანგარიში და სრულად ისარგებლონ საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით.

„ეს არის რევოლუციური მნიშვნელობის ცვლილება. შემოგვაქვს ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა. ამ პრაქტიკის შემოღებით 34 ქვეყნის მოქალაქეს ექნება საშუალება საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია, გახსნან საბანკო ანგარიში და სრულად ისარგებლონ საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით. ეს გახლავთ ყველა ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო. ყველა უწყებას მიეცემა დავალება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გადაეგზავნება პარლამენტს. ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ეს სერვისი არსებობდეს. დღეს შეხვედრა გვექნება ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად ვიმსჯელებთ ამ ისტორიულ ინიციატივაზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Visited 94 times, 1 visit(s) today