საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო მინისტრს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა გეორგიოს ხაძიმიხელაკისმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ხანმოკლე გაცნობითი ხასიათის ორმხრივი შეხვედრა, რომლის დროსაც მინისტრმა საბერძნეთის ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის და სხვა სფეროებში.

თავის მხრივ, საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში მუშაობის პერიოდში მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას და განმტკიცებას.

აღსანიშნავია, რომ გეორგიოს ხაძიმიხელაკისი 2007-2011 წლებში უკვე იკავებდა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩის თანამდებობას.

Visited 137 times, 1 visit(s) today