საქართველოში სამუშაო ვიზიტით შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის დირექტორის მოადგილე იმყოფება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში სამუშაო ვიზიტით შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) დირექტორის მოადგილე იმყოფება.
აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში DCAF-ის წარმომადგენელს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა. შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა და ფილიპ ფლურმა თავდაცვის სამინისტროსა და DCAF-ს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლელა ჩიქოვანმა სტუმარს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და ამ კონტექსტში DCAF-თან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზეც იმსჯელეს. ფილიპ ფლურმა რეფორმები დადებითად შეაფასა და ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა.
საუბრის ერთ-ერთ თემას თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასთან (DIB) თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა .
შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრი (DCAF) უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებისა და მართვის საკითხებში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. DCAF ქვეყნებს საინფორმაციო-საკონსულტაციო დახმარებას უწევს და მათ პრაქტიკული დამხმარე პროგრამებით უზრუნველყოფს. ორგანიზაცია ხელს უწყობს შესაბამისი დემოკრატიული ნორმების დანერგვას, როგორც საერთაშორისო, ასევე, სახელმწიფო დონეზე.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას DIB-ის დირექტორი, თეა ნიკოლაშვილი დაესწრო.

Visited 192 times, 1 visit(s) today