საქართველოში H1 N1-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში H1 N1-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია უკვე დაადასტურეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

გავრცელებული ცნობით, H1 N1-ის სიმპტომებით შუა ხნის მამაკაცმა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოს მიმართა, გარდაცვალების მიზეზი კი გრიპი და თანდართული ქრონიკული დაავადება გახდა.

მეორე პაციენტი იგივე სიმპტომებით წინა კვირას გარდაიცვალა.

“როდესაც ათეულობით ადამიანი ავად ხდება, ვიღაცას დაუმძიმდება. დღეისათვის დაფიქსირებული გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა. ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა თანმხლებ მძიმე დაავადებებთან,” – განმარტა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

Visited 178 times, 1 visit(s) today