საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-3 თემატური ჯგუფის – „ენერგეტიკა; გარემო; კლიმატი; ტრანსპორტი; და სამოქალაქო დაცვა“ რიგით მესამე სხდომა გაიმართა. სხდომას ქართული მხარიდან ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფოს მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი თანაშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დირკ შუბელი.
სხდომაზე მხარეებმა ენერგეტიკის, გარემოს, კლიმატის, ტრანსპორტისა და სამოქალაქო დაცვის სფეროებში საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი განიხილეს. ზემოაღნიშნულ სფეროებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა.

Visited 196 times, 1 visit(s) today