საქართველო ვაშინგტონში ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვეს
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ვაშინგტონში მონაწილეობა მიიღო ბირთვულ – ინდუსტრიის სამიტის ფარგლებში გამართული დაჯილდოების ცერემონიაში, რომელზეც საქართველოს ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდო – „ატომები მშვიდობისათვის“ გადაეცა.
საქართველოს დაჯილდოების გადაწყვეტილებაზე განსაკუთრებული გავლენა საქართველოს ინიციატივით მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის ფაქტმა იქონია.
მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციით ქვეყანამ აღასრულა 2014 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კომუნიკეში გათალისწინებული შეთანხმება, შეამციროს საკუთარ ტერიტორიაზე მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი, რის შედეგადაც საქართველომ ბირთვული თვალსაზრისით თავისუფალი სახელმწიფოს სტატუსი მოიპოვა.
საქართველო ვაშინგტონში ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვეს
Visited 119 times, 1 visit(s) today