საქართველო ირანელებისთვის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში საქათველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ირანის ვიცე-პრეზიდენტთან, ირანის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ალი აშგარ მოუნესანთან.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ირანს შორის არსებული ისტორიული კავშირები და მიესალმნენ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდ დინამიკას.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ისევე როგორც ირანის ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატეს ორივე ქვეყნის დიდი ინტერესი განავითარონ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის აღნიშნეს საქართველოსა და ირანის შესაძლებლობები რეგიონის წარმოჩენის და მისი განვითარების თვალსაზრისით.

Visited 119 times, 1 visit(s) today