საქართველო იქცა დინამიკურ და თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი აღინიშნება ევროპელი მეგობრების გარემოცვაში და ევროპის საბჭოს შენობაში, რომელიც ევროპული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის სიმბოლოა, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტრასბურგში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპელ მეგობრებს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან უცხადებენ საქართველოს, იმ უმძიმესი წლების ჩათვლით, როდესაც უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცება.
„გამოვთქვამთ გულწრფელ იმედს, რომ ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობა არამარტო გაგრძელდება, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდება.
ცხადზე ცხადია, რომ ჩვენი პარტნიორობის, ჩვენი საერთო ღირებულებებისა და კულტურის წყალობით, საქართველო იქცა დინამიკურ და თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტთან ერთად შესვა იმ ღირებულებებისა და პრინციპების სადღეგრძელო, რომლებიც ყველა ევროპულ სახელმწიფოს აერთიანებს.

Visited 119 times, 1 visit(s) today