საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეა ევროპარლამენტთან აქტიურად ითანამშრომლებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან – ანდრიი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, ევროპარლამენტის წევრებს: რებეკა ჰარმსს, მიჰაელ გალერს და პეტრას აუსტრევიჩუსს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც კიევში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, სამი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეასა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
მხარეებმა ხაზგასმით აღინიშნეს ასამბლეის მნიშვნელობა ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისა და საერთო მიზნების მიღწევის მიმართულებით.
ევროპარლამენტარებმა აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარეებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

Visited 156 times, 1 visit(s) today