საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში ავღანეთის საკითხზე ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში.
მაღალი დონის კონფერენციას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ნატო-ს გენერალური მდივანი, გაეროს გენერალური მდივანი, ავღანეთის პრეზიდენტი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვადასხვა სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბრიუსელის კონფერენცია მიზნად ისახავს ავღანეთის შემდგომი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გაერთიანებას.