საქართველო ნატოს სანდო სტრატეგიული პარტნიორია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“საქართველო ნატოს სანდო და სტრატეგიული პარტნიორია” – ეს განცხადება ადმირალმა ნილსენმა თავდაცვის მინისტრთან ერთად, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრა „ნატო – საქართველოს სწავლება 2016“-ის ფარგლებში მას შემდეგ ჩატარდა, რაც მიწვეული სტუმრები წვრთნების მიმდინარეობას გაეცნენ. ადმირალ მანფრედ ნილსენის განცხადებით, ნატოს მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის სარდლობა საქართველოში მსგავსი სახის სწავლებების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს. მედიასთან გამართულ შეხვედრას ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის მეთაური გენერალ-მაიორი ვილჰემ გრუნი დაესწრნენ.

Visited 165 times, 1 visit(s) today