საქართველო პირველად გახდება ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომლის წევრიც 75 ქვეყანაა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი
რით არის საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გამორჩეული წევრი?
საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობაა პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის;
საქართველოს მთავრობისათვის ღია მმართველობა ქვეყნის მართვის ძირითადი პრინციპია;
საერთაშორისო კვლევების თანახმად საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში;
სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ მსოფლიო მასშტაბით;
საქართველოს აქვს მმართველობაში მოქალაქეების ჩართულობის სამაგალითო მექანიზმი;
სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია პორტალი www.my.gov.ge .
საქართველოს მიღწევები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მიმართულებით:
2013 წელს ლონდონში, OGP-ს ყოველწლიურ სამიტზე ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს;
2014 წელს საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს;
საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა ( კონფერენცია 2015 წლის 3 ივნისს თბილისში გაიმართა);
2016 წელს საქართველო, საფრანგეთთან ერთად, OGP-ის თანათავმჯდომარე ქვეყანა გახდა;
2017 წლის 19 სექტემბერს საქართველო ერთი წლით OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება;

Visited 112 times, 1 visit(s) today