საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველო დღეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად, ქვეყანას 7 ქვეყნის პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაცია სტუმრობს. დღეს, პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურებისა და საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელებისთვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

Visited 173 times, 1 visit(s) today