საქართველო შეუქცევადად ადგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზას

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„პრემიერ-მინისტრის ევროკავშირში ვიზიტი არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ საქართველო შეუქცევადად ადგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, რაც დადასტურდა კიდეც პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ახალი პროგრამით. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს მთავრობის ძირითადი პრინციპების უმთავრესი პრიორიტეტი და ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ გვაქვს ევროკავშირის და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაფიო და მყარი მხარდაჭერა“ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი და გამართული მაღალი დონის შეხვედრები შეაფასა.

„ჩვენ გვაქვს პარტნიორების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსთან მიმართებაში, რაც დადასტურდა ნატოს ბრიუსელის სამიტზეც. ასევე, გენერალური მდივნის მხრიდან აღინიშნა, რომ ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი. ჩვენი ევროატლანტიკური კურსი არის გამყარებული იმ რეფორმებით რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

Visited 171 times, 1 visit(s) today