საქართველო BEPS-ის პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრი გახდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2016 წლის 1 ივლისს, ქ. კიოტოში საქართველოს სახელით, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი არჩეულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრად.
BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას, როგორც ასოცირებული წევრი საქართველო მიუერთდა 2016 წლის 14 ივნისს. პლატფორმის მიზანია, ფისკალურ საქმეთა კომიტეტში ქვეყნების თანამშრომლობა თანასწორუფლებიან საფუძველზე BEPS-ის პაკეტის იმპლემენტაციისათვის.
ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ფისკალურ საქმეთა კომიტეტის ბიუროს წევრები (12 ქვეყნის წარმომადგენელი) და BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის ასოცირებული წევრები (8 ქვეყნის წარმომადგენელი).
BEPS-ის პროექტი შემუშავებულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და დიდი ოცეულის მიერ, დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით საერთაშორისო დაბეგვრის წესების გასაახლებლად.

Visited 130 times, 1 visit(s) today