საქართველო OECD-ის საგადასახადო ადმინისტრაციათა ფორუმის წევრი გახდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

27-29 სექტემბერს, ოსლოში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო ადმინისტრაციათა ფორუმის (FTA) მე-11 პლენარული სესია გაიმართა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა 180 დელეგატმა მიიღო, მათ შორის იყვნენ არგენტინის და ნორვეგიის ფინანასთა მინისტრები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო კომისრები და საგადასახადო ადმინისტრაციების მაღალი რანგის, ასევე ბიზნესისა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პლენარული სესიის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, შემოსავლების სამსახურის უფროსის, გიორგი თაბუაშვილისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრაციის ცენტრის დირექტორის, პასკალ სანტ-ამანსის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაციათა ფორუმში გაწევრიანების საკითხი განიხილეს. პასკალ სანტ-ამანსმა აღნიშულ საკითხში საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო ადმინისტრაციათა 2017 წლის მე-11 პლენარულ სესიაზე საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც სესიას არაწევრი ქვეყნის სტატუსით ესწრებოდა.

Visited 195 times, 1 visit(s) today