საქველმოქმედო აქცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ტანსაცმელი და საბავშვო წიგნები გადაეცა.
განსაკუთრებულად დაბალი ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებს ჰუმანიტარული ტვირთი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, მაია კვეზერელთან ერთად პირადად დაურიგეს.
ორგანიზაცია “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტთან 2010 წლიდან თანამშრომლობს.

Visited 168 times, 1 visit(s) today