საქველმოქმედო აქცია ქართულ კომპანიებთან ერთად გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და ადგილობრივმა კომპანიებმა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარებს საახალწლოდ ქართული წარმოების რძის პროდუქტები, ტკბილეული და გამაგრილებელი სასმელები გადასცეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღინიშნა, რომ სააგენტო მიესალმება ამგვარ საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობასა და ქართული პროდუქციის პოპულარიაზაციას. სააგენტოს რეკომენდაციებისა და გატარებული პოლიტიკის შედეგად დღეს ბევრი ქართული კომპანიის მიერ წარმოებული სასურსათო პროდუქცია უვნებლობის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

Visited 77 times, 1 visit(s) today