ნათია თურნავას განცხადებით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის შემდეგი პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. მინისტრის თქმით, ივლისიდან დაიწყება 50 კმ ქსელის მშენებლობა 13 დასახლებული პუნქტისთვის, რაც 10,500 ადამიანს მოიცავს. მომავალი წლის გაზაფხულიდან დაემატება ქობულეთის მუნიციპალიტეტის კიდევ 8 დასახლებული პუნქტი და დაახლოებით 11,000 მომხმარებელი.
„მომავალი წლიდან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გეგმაზომიერად გადავალთ შემდეგ რეგიონებზე: ეს იქნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 26 დასახლებული პუნქტი და 10,700 მომხმარებელი; ეს იქნება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონები – ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში 140 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, 16 დასახლებული პუნქტი და 7,700 ადამიანს შეეძლება ისარგებლოს; ეს იქნება ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტები – 11,000 – ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს ამ მომსახურებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.