საშობაო ალილო ქობულეთში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. საუფლო დღესასწაული ქობულეთშიც ტრადიციულად – სარკმელში ანთებული საშობაო სანთლით, საშობაო ღვეზელითა და ალილოთი აღინიშნა. ტაძრებში აღვლენილი საზეიმო წირვა-ლოცვის შემდეგ მრევლმა სახალხო მსვლელობა მოაწყო, ტაძრებიდან ქუჩებში გადაინაცვლა და მსვლელობა ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმართულებით დაიწყო. მეალილოები ღვთის სადიდებელ საგალობლებს ასრულებდნენ და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდნენ თანამოქალაქეებს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და ანსამბლ „ქობულეთთან“ ერთად მეალილოებს გამგეობის შენობის წინ შეეგება და საშობაო ძღვენი გადასცა.

Visited 218 times, 1 visit(s) today