საჩინო-ჩქვალერი-ჯვარზენის გზის მშენებლობა წელს დაიწყება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, მოადგილესთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად საჩინოს მცხოვრებლებს შეხვდა და მათ სოფელში გზის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გუბერნატორის განცხადებით, საჩინო-ჩქვალერი-ჯვარზენის 7,4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება და 2018 წელს სრულად დასრულდება. შეხვედრაზე საჩინოელებმა გუბერნატორს, მათი პრობლემით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადეს. ლევან შონიამ, წალენჯიხის გამგებელთან ერთად საჩინოს მცხოვრებლებს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო.

Visited 217 times, 1 visit(s) today