საჩხერეში დამატებით ახალი მოსაცდელები დამონტაჟდება

საჩხერის მუნიციპალიტეტმა ელექტორნული ტენდერი მოსაცდელთა შესყიდვაზე დღეს გამოაცხადა. მგზავრთა მოსაცდელები განთავსდება სოფლებში: მოძვი, გამოღმა არგვეთი (წყაროსთან), ქვედა ორღული, ჩიხა, ქვემოხევი, მოხვა, დარყა, ღოდორა, პასიეთი. მოსაცდელი განთავსდება ასევე ქალაქში III საბავშვო ბაღთან. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 29, 757 ლარია.

Visited 269 times, 1 visit(s) today