საჩხერეში ინფრასტრუქტურული პროექტები კვლავ მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ იმერეთში სახელმწიფო
რწმუნებულის-გუბერნატორის პირველ მოადგილე პაატა ნადირაძესთან, მის მოადგილეებთან და არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებთან ერთად სხვიტორში საგამოფენო საექსპოზიციო დარბაზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.
საექსპოზიციო დარბაზის რეაბილიტაციას შპს ,,კავკასუს ინვესტი” 554 100 ლარად ასრულებს. პროექტი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დააფინანსა.
პირველმა პირებმა მაჭავარიანის ქუჩაზე ძალოსნობის დარბაზის მშენებლობის პირველი ეტაპის მიმდინარე სამუშაოებიც მოინახულეს. აღნიშნული დარბაზის მშენებლობა გარდამავალი პროექტია და მომავალ წელს დასრულდება.
ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ სოფელ ბაჯითშიც. სადაც საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნული მონაკვეთი ორ კილომეტრამდე დაიგო და მასზე შპს ,,ჰედეფ ჯორჯიამ” იმუშავა. პროექტზე 712 000 ლარი დაიხარჯა.

Visited 203 times, 1 visit(s) today