საჩხერეში მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა

საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით კინოს სახლში მასწავლებელთა მე-3 რაიონული კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებმა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი დისციპლინების, არჩევითი საგნების და არაფორმალური განათლების საკითხებზე შექმნილი თემების პრეზენტაცია მოახდინეს.

კონფერენციას საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 175 times, 1 visit(s) today