საჩხერეში სოციალური საწარმო ამოქმედდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ივნისში ქ. საჩხერეში სოციალური საწარმო – საცხობი – ამოქმედდება. აღნიშნული პროექტი ა.ი.პ. საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირისა და ამხანაგობა „მოდინახე“-ს ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება, რომელშიც საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა 26 000 ლარით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 15 000 ლარით, თავად ამხანაგობა „მოდინახე“ კი 3 000 ლარით ჩაერთო.
არსებული თანხის ფარგლებში მოხდა უწინდელი შენობის დემონტაჟი, ასევე ახლის მშენებლობა და ინვენტარის შეძენა. მიწის ნაკვეთი, რომელზეც საწარმოს შენობა მდებარეობს, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან პროექტის განმახორციელებლებს სარგებლობის უფლებით გადაეცათ.
ინტეგრირებულ საწარმოში 5 ადამიანი – როგორც შშმ, აგრეთვე არა შშმ პირები დასაქმდებიან. იმუშავებს პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისი, ხოლო ზაფხულის პერიოდში ღია კაფეც დაემატება.

Visited 186 times, 1 visit(s) today