საქართველოში ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობა იმყოფება, რომელიც დღეს საჩხერეს ეწვევა. ფრანგული საპროექტო ფირმის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის პირველ პირს შეხვდებიან და საჩხერეში საბაგირო გზის დაპროექტება-მშენებლობის საკითხებს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ საბაგირო გზის გაკეთება საჩხერე-მოდინახე-გორიჯვრის მიმართულებით საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მალხაზ ბაზაძის ინიციატივით იგეგმება.
Visited 3 476 times, 1 visit(s) today