საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. პროექტს, რომლის ღირებულება 1 101 000 ლარს შეადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფინანსებს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „ნიუ როუდი“ 4 მარტიდან ახორციელებს. პროექტის მიხედვით, ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზა გაივლის სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას. საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზა საერთო სიგრძით 51,6 კილომეტრი იქნება. პროექტის ფარგლებში 7 ხიდი აშენდება. აღიშნული პროექტი რეგიონის მცხოვრებლებს დედაქალაქთან კავშირს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს, ვინაიდან საგრძნობლად შემცირდება თბილისიდან რაჭის მიმართულებით გადაადგილების დრო და მანძილი. ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული.

Visited 125 times, 1 visit(s) today