წინასაარჩევნო პერიოდი არ უნდა იქცეს გარკვეულ ტვირთად, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით “ყველამ ვიცით, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, განსხვავებით წინა არჩევნებისგან”.
რაც შეეხება წინასაარჩევნო პროცედურის დაწყებას, სესიაშვილი იმედოვნებს, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტი და პრემიერი შეთანხმებას შეძლებენ.
„რაც შეეხება იმას, თუ როდის უნდა დაიწყოს უშუალოდ წინასაარჩევნო პროცესი, აქ საჭიროა გონივრული და რაციონალური მიდგომა. წინასაარჩევნო პერიოდი არ უნდა იქცეს გარკვეულ ტვირთად ჩვენი სახელმწიფოსთვის, ბიზნესსექტორისთვის, ინვესტიციებისთვის, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მგრძნობიარეა ჩვენთან სხვადასხვა სფერო არჩევნების მიმართ. ეს, ალბათ, ბოლო გამოწვევაა, რომელიც გვიდგას და მომავალში ასეთი გამოწვევები აღარ იქნება“, – განაცხადა სესიაშვილმა.