სახალხო დამცველის კანდიდატურები უახლოეს მომავალში დასახელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატურებთან დაკავშირებით, წინასწარი კონსულტაციები უკვე გაიმართა და კანდიდატურების დასახელება უახლოეს მომავალში მოხდება.
„ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობას“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ის კრიტერიუმებიც დაასახელა, რომელსაც შერჩევის პროცესი დაეფუძნება.
„ეს არის მიუკერძოებლობა, მათ შორის – პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, კეთილსინდისიერება, პატიოსნება და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სიღრმისეული ცოდნის შესაბამისი კვალიფიკაცია. ეს ის კრიტერიუმებია რომელსაც დაეფუძნება შერჩევის პროცესი და შესაბამისი კანდიდატი ამ ყველაფრის საფუძველზე შეირჩევა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 101 times, 1 visit(s) today