სახალხო დღესასწაულზე ბოლნისის საპატიო მოქალაქეები აირჩიეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“ბოლნისქალაქობის“ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი საპატიო ბოლნისელების არჩევა გახლდათ. წელსაც, 13 კაციანმა სათათბირო საბჭომ, ბოლნისისისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, ბოლნისის საპატიო მოქალაქეები დაასახელა.
დაჯილდოვების ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ბოლნისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონ სულხანიშვილი, ბოლნისის აკაურთის სიონის ტაძრის მოძღვარი, ეკონომიის აკადემიური დოქტორი, აკადემიკოსი დეკანოზ ბასილ ახვლედიანი, პედაგოგი ლეილა ალადაშვილი, ოტორინგოლარინგოლოგი შოთა ჯაფარიძე, პედაგოგი ელზა გვერდწითელი, დოცენტი ემილი კოპალიანი, ბოლნისის თეატრის რეჟისორი, აწ გარდაცვლილი მიხეილ გაბიძაშვილი.

Visited 319 times, 1 visit(s) today