სახალხო დღესასწაული “ონელობა 2018” აღინიშნა

ონის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაული “ონელობა 2018” აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტს ეწვია ლიეტუვის რესპუბლიკის ონთან დამეგობრებული ქალაქის კაზლუ რუდას დელეგაცია, მერის – ვიტაუტას კანიავიჩუსის ხელმძღვანელობით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე. ონის მუნიციპალიტეტში “ონელობას” 2008 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნავენ.

Visited 301 times, 1 visit(s) today