სახალხო ზეიმი „ჩაისუბნელობა“ გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ ჩაისუბანში სახალხო ზეიმი „ჩაისუბნელობა“ გაიმართა. სახალხო დღესასწაულს გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი. ზეიმის ფარგლებში კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ასევე სოფლის მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა მოეწყო. ზეიმზე ღვაწლმოსილი ჩაისუბნელებს ორგანიზატორებისაგან სიგელები გადაეცათ. სოფლის დღესასწაულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, პოლონელი დელეგატები და სხვა ოფიციალური პირები ეწრებოდნენ. სტუმრებს ადგილობრივები ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ.

Visited 171 times, 1 visit(s) today