სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები “დედამიწის საათს” შემოუერთდნენ

“დედამიწის საათი“ აღსანიშნავად 20:30 საათიდან, 21:30 საათამდე, შუქები ჩაქვრა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში; გაეროს სახლში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, მშვიდობის ხიდზე, აღმაშენებლის გამზირზე – თამარ მეფის გამზირიდან პასტერის ქუჩამდე, კარგარეთელისა და ბაქოს ქუჩებს შორის, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარ ბრიუკენის მოედნამდე. მარჯანიშვილის მოედანზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების ბაღში, ახალ აღმაშენებელზე.

Visited 158 times, 1 visit(s) today