სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთი საწარმოს შექმნას ეყრება საფუძველი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთი საწარმოს შექმნას ეყრება საფუძველი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო 2990 კვ.მ. მიწის ნაკვეთს გადასცემს კომპანიას, რომელიც თბილისში, ქვემო ფონიჭალაში ააშენებს პლასტმასისა და მისი ნაწარმის მწარმოებელ საწარმოს და ამ მიზნით 665 778 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ მიმართ კერძო სექტორის დაინტერესება მკვეთრად გაიზარდა, რაც მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

Visited 161 times, 1 visit(s) today