ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელ ზაურ ტაბატაძესთან და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ხიხანში და ქალაქ მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. შაუმიანი-ხიხანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გასული წლის ბოლოს დაიწყო და მაისის თვეში დასრულდება. შედეგად მოასფალტდება 2 229 გრძივი მეტრი გზა. სამუშაოების ღირებულება 628 830 ლარს შეადგენს. სახელმწიფო რწმუნებული პირადად გაეცნო ქალაქ მარნეულში, წმინდა გიორგის ტაძრამდე, ბეტონის გზის მოწყობის სამუშოებს. აღნიშნული გზის კეთილმოწყობა ადგილობრივებისთვის წლების განმავლობაში ერთ-ერთ ძირითად საჭიროებას წარმოადგენდა. პროექტის ღირებულება 318 318 ლარია.