საჯარო რეესტრმა შეასრულა ის, რაც წერია სასამართლო გადაწყვეტილებაში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საჯარო რეესტრმა შეასრულა ის, რაც წერია სასამართლო გადაწყვეტილებაში, -განაცხადა იუსტიციის მინისტრმა “მაესტროში” დღეს განვითარებული მოვლენების კომენტირებისას . მისი განმარტებით, საჯარო რეესტრმა აღასრულა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის იგნორირების უფლება არავის აქვს.

“საჯარო რეესტრმა შეასრულა ის, რაც წერია სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომ ქალბატონი ეთერ გადაბაძის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა. ის გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში და სააპელაციო სასამართლომაც ბოლო ინსტანციით 1-ელ მარტს მას უთხრა უარი. ამის შემდეგ უნდა აღსრულდეს სასამართლო განჩინება, რაც დღეს, 7 მარტს, საჯარო რეესტრმა განახორციელა კიდეც”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შპს “სტუდია მაესტროს” დირექტორად დაარეგისტრირა.

Visited 124 times, 1 visit(s) today