სევდია უგრეხელიძე საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი წევრის სტატუსით გააგრძელებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე წარმომადგენლობით ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელის წევრის სტატუსით განაგრძობს.
აღნიშნულის თაობაზე განცხადება დეპუტატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ეს გადაწყვეტილება უგრეხელიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წასულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და წევრებმა ცალ-ცალკე ფრაქციის შექმნის თაობზე განაცხადეს.
„პარტიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება ძალიან გამიძნელდა.
ვინაიდან საფუძველი იმისთვის, რომ უპირატესობა რომელიმე მხარეს მივანიჭო არ გამაჩნია, არც ერთ ფრაქციაში არ ვერთიანდები და თბილისის საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი წევრის სტატუსით განვაგრძობ “,-განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

Visited 217 times, 1 visit(s) today