სემეკ-მა ელექტროენერგიის განაწილების ქსელის წესები დაამტკიცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგეტიკის სექტორში განაწილების ქსელის წესები დაამტკიცა. განაწილების ქსელის წესები შესაბამისობაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფუძემდებლურ ნორმებთან. აღნიშნული ნორმატიული დოკუმენტით დადგინდა ელექტროენერგიის ხარისხის ახალი სტანდარტები, რომელიც ეფუძნება ძაბვის ხარისხის ევროპულ სტანდარტებს EN50160.
განაწილების ქსელის წესები მოიცავს ოთხ თავს – გამანაწილებელ ქსელთან მიერთების, გამანაწილებელი ქსელის განვითარების დაგეგმვის, ოპერატიული მართვისა და აღრიცხვის წესებს. გამანაწილებელი ქსელის წესების მიზანია გამანაწილებელი ქსელების მართვის და ამ ქსელებით სარგებლობის პროცედურების, პირობების, პრინციპებისა, სტანდარტების, ასევე ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობების განსაზღვრა.
სემეკ-ის ინფორმაციით, განაწილების ლიცენზიატებს დაევალათ განვითარების 5 წლიანი გეგმების მომზადება ხარჯ-სარგებლიანობის თანამედროვე მეთოდოლოგიის შესაბამისად.

Visited 204 times, 1 visit(s) today