სენაკის მუნიციპალიტეტში საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სენაკის მუნიციპალიტეტში საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს თბილისის ქუჩის მეორე შესახვევში დავით აღმაშენებლის ქუჩამდე. პარალელურად, საგზაო ინფრასტუქტურული სამუშაოები დაწყებულია მენჯის, ხორშის და ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასფალტის საფარი პირველად დაიგო კოლხეთის, ნაროუშვილის, დემურიას ქუჩებზე, ნოდარ კანკიას ქუჩის მეორე შესახვევში, ნუცუბიძის ქუჩის ხოფერიას ქუჩამდე დამაკავშირებელ გზაზე, ნუცუბიძის ქუჩიდან ნოდარ კანკიას ქუჩამდე, ჩხეტიას ქუჩის პირველი ჩიხის ზედა მონაკვეთსა და სასაფლაომდე მისასვლელ გზებზე, რის შედეგადაც, საავტომობილო გზის კეთილმოწყობის წლების მანძილზე არსებული პრობლემა გადაწყდა. საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად განხორციელდა ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში – ზემო კოტიანეთის და საესებუოს უბნის გზებზე, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – გეჯეთი-წყემის დამაკავშირებელ გზაზე, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში – რეკა-ბათარიას დამაკავშირებელ გზაზე.

Visited 117 times, 1 visit(s) today