დღეს, სენაკს უეფას 2017 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასი ესტუმრა. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში მდებარე საწვრთნელი ბაზიდან ჩემპიონატის ელჩმა ზურა ხიზანიშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ თასი სენაკის სპორტის სასახლეში ჩამოიტანეს, სადაც მათ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და სენაკელი სპორტსმენები შეეგებათ. სპორტის სასახლეში გაიმართა საჩვენებელი მატჩი სტუმრების მონაწილეობით ფუტძალის გუნდ ,,ქუჯთან’’ ერთად, რომლის შემდეგაც გადაიღეს სამახსოვრო სურათები. სენაკის შემდეგ სამეგრელოს ტური აბაშაში დარულდა.
Visited 232 times, 1 visit(s) today