სენაკში, შარტავას ქუჩაზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი მინი მოედანი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სენაკში, შარტავას ქუჩაზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი მინი მოედანი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალს მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, გამგებლის მოადგილეები: თენგიზ ლომია, ნატო ფულარია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
50 მაყურებელზე გათვლილი მინი მოედანი ხელოვნური მწვანე საფარით, დამონტაჟებული სკამებითა და გარეგანათებით, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდების სურვილის გათვალისწინებით მოეწყო, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. სამუშაოებს, რომლის ღირებულებამ 68 289 ლარი შეადგინა, აწარმოებდა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,დაგი’’.
გახსნის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა ამხანაგური მატჩი ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ქართულ-ბრიტანული არქეოლოგიური ექსპედიციის და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებს შორის, რომელიც ანგარიშით – 3:2 – გამგეობის გუნდის უპირატესობით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ, 2013 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 19 ხელოვნურსაფარიან მინი მოედანს.

Visited 250 times, 1 visit(s) today