სერგი კაპანაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სერგი კაპანაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხები და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობა განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰაიკე ფაიჩის შეხვედრისას.
პარლამენტის წევრმა გერმანელ დიპლომატს ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე მისი პოლიტიკური გუნდის შეფასებები გააცნო და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაც განიხილეს და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს სერგი კაპანაძე და ჰაიკე ფაიჩი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თემებსაც შეეხნენ.

Visited 164 times, 1 visit(s) today