სესხების ლარიზაციის სქემა 17 იანვრიდან ამოქმედდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სესხების ლარიზაციის ერთჯერადი სქემა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა, 2017 წლის 17 იანვრიდან ამოქმედდება, – სესხების ლარიზაციის გეგმის კონკრეტულ დეტალებს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს მიმართა, მთავრობის სხდომის შემდეგ, აღნიშნული პროცესი და შესაბამისი პროცედურები ძალიან დეტალურად განმარტოს, რათა ყველა შესაძლო შეკითხვა ამოიწუროს.
„ეს არის ძალიან სწორი პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მოსახლეობის და ასევე, საფინანსო სექტორის დამოკიდებულების თანდათანობით შემცირებას დოლარზე და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Visited 138 times, 1 visit(s) today