სეს აჭარაში მაღალი რისკის სურსათს ამოწმებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამსახურის სპეციალისტებმა ხორცის და ყველის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგი განახორციელეს. რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები მაღალი რისკის სურსათის შენახვისა და რეალიზაციის წესებთან დაკავშირებით. „საკურორტო სეზონის მოახლოებასთან და ტემპერატურული რეჟიმის მატებასთან ერთად აქტუალური ხდება მაღალი რისკის სურსათის-ხორცის და რძის ნაწარმის შენახვისა და რეალიზაციის საკითხები. მნიშვნელოვანია მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება და ბიზნესოპერტაორების ინფორმირებულობის გაზრდა. სურსათის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად ატარებს საინფორმაციო კამპანიას და მოუწოდებს მომხმარებელს თავი შეიკავოს არორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღლი რისკის სურსათის შეძენისგან“-აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამსახურში. ბიზნესოპერატორებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები ხორცის და ყველის შენახვის და რეალიზაციის წესებთან დაკავშირებით, რომელიც მერსი ქორფსის ‘კავკასიის ალიანსების პროგრამა’ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

Visited 144 times, 1 visit(s) today