სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი აღარ განიხილავს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს შორის, რომელსაც მე-9 მოწვევის პარლამენტი გაიწვევს და მუშაობას არ გააგრძელებს, ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებია.
აღნიშნული საკანონმდებლო პროექტი სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების დაწესებასა და რიგ სავაჭრო ობიექტებსა და დაწესებულებებთან მისი გაყიდვაზე ადმინისტრაციული სანქციის შემოღებას ითვალისწინებდა.
კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებაში ”ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვის შესახებ” პროექტის სახელით არის ცნობილი, პარლამენტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში წარუდგინა, ის პირველი მოსმენით განიხილეს, თუმცა ამის შემდეგ განხილვის პროცესი აღარ გაგრძელებულა.
”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან” დაკავშირებული ეს ინიციატივა იმ კანონპროექტთა ნუსხაშია, რომლის განხილვის გაგრძელება პარლამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია.

Visited 137 times, 1 visit(s) today