სექტემბერში ზესტაფონი მასობრივი სახალხო დღესასწაულების მასპინძელი იქნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახალხო დღესასწაული „სულიკო 2016“ – ისთვის მზადება დაიწყო. ქართულის სიმღერის ფესტივალს ცხრაწყაროს ღია თეატრონი მიმდინარე წლის 24 სექტემბერს უმასპინძლებს. თვის მიწურულს მუნიციპალიტეტი კიდევ ორი მასშტაბური ტრადიციული ღონისძიებების მასპინძელი იქნება. 25 სექტემბერს ქალაქში „ზესტაფონლობისა“ და „ღვინის ფესტივალი“ – ს გამართვა იგეგმება. მუნიციპალიტეტისთვის კულტურულ მემკვიდრეობათა შორის გამორჩეულია სახალხო დღესასწაული „სულიკო“ . ქართული სიმღერების ფესტივალს 80 – იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ყოველის წლის შემოდგომაზე სოფელ ცხრაწყაროს ღია თეატრონი ფესტივალის ფარგლებში კრებს მუსიკალურ კოლექტივებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ხალხური სიმღერების ფესტივალი ერთგვარი სავიზიტო ბარათია მუნიციპალიტეტისთვის. მისი აღნიშვნა ტრადიციულად შემოდგომაზე ვარინკა წერეთლის მშობლიურ სოფელში ცხრაწყაროში ხდება. „ვარინკობის“ დღესასწაულის აღნიშვნა „სულიკოს“ ავტორის ვარინკა წერეთლის ხსოვნის უკვდავსაყოფად იმართება.

Visited 231 times, 1 visit(s) today