სექტორული შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების საკითხებზე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის განათლებისა და მეცნიერების საკითხებზე სექტორული შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ კახა გოგოლაშვილმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა კოორდინატორმა ლაშა ტუღუშმა.
შეხვედრაზე განიხილეს განათლების სისტემის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესების ასპექტები, სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის საკითხები, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინკლუზიური განათლებისა და საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში პროფესიული ორიენტაციის დანერგვის საკითხები.

Visited 107 times, 1 visit(s) today