სიმინდის პლანტაციების შეწამვლა დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში მცენარეთა საკარანტინო მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების საწინააღმდეგოდ ფართობების დაამუშავება 30 000 ჰექტარზეა დაგეგმილი. შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია და შპს ,,ზუგდიდაგროსერვისის“ წარმომადგენლები დიდინეძში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც სიმინდის პლანტაციების შეწამვლა დაიწყო. როგორც გამგებლის პირველმა მოადგილე მამუკა წოწერიამ აღნიშნა ,,აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლის პირველი ეტაპი დადებითად დასრულდა,თუმცა გაჩნდა ახალი კერები, აქედან გამომდინარე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად შეწამვლის მეორე ეტაპის განხორციელება გადაწყიტა.დღეს სიმინდის ფართობების შეწამვლა დაიწყო, უფრო დიდი მასივების შეწამვლაზე კი დღეს ჩანიშნულ თათბირზე ვიმსჯელებთ.“ შეწამვლით სამუშაოებს შპს,,ზუგდიდაგროსერვისი“ განახორციელებს.

Visited 262 times, 1 visit(s) today